background

ატრაქციონების პარკი "ციცინათელა"

 

  ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" მდებარეობს გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ზღვისპირა დაბა ურეკსა და ქალაქ ქობულეთს შორის.

  ატრაქციონების პარკი მნახველს თავისი სილამაზითა და ატრაქციონების სიმრავლით აოცებს.

  ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" 2006 წელს გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვს ართობს და ახალისებს.

  სეზონზე "ციცინათელა"- ს დაახლოებით 300 ათასი ადამიანი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა ბავშვებია.

  ბავშვებისთვის უთანამედროვესი ევროპული ატრაქციონები სრულ მზად ყოფნაშია.

  "ციცინათელა"– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი მ.შ: 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. აქვე მდებარეობს სათამაშო ავტომატების ერთი დარბაზი და  საბავშვო ლაბირინთი " ბედნიერი ქალაქი "

ასევე ბოულინგი.

  დამსვენებლებს ემსახურება აგრეთვე 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი, ბარი და შვიდი სავაჭრო ჯიხური.

  მიმდინარე წელს "ციცინათელა" ფუნქციონირებას განაახლებს 2022 წლის 15 ივნსიდან. პარკის სამუშაო განრიგია, ყოველდღე 18.00 დან 00.00 საათამდე. გმადობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით

.