ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" მდებარეობს გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ზღვისპირა დაბა ურეკსა და ქალაქ ქობულეთს შორის.
პარკში არსებული ატრაქციონები დიდსა თუ პატარას ართობს და ახალისებს. ეს მხიარულება გადამდებია ყველასთვის.
აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ თქვენ თავი კომფორტულად იგრძნოთ.
სეზონზე "ციცინათელა"- ს დაახლოებით 500 ათასი ადამიანი სტუმრობს. ბოლო წლების განმავლობაში უცოხელი სტუმრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
თქვენთვის ევროპული ატრაქციონები სრულ მზად ყოფნაშია.
"ციცინათელა"– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი : 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური.
აქვე მდებარეობს საბავშვო ლაბირინთი " ბედნიერი ქალაქი ", კარტინგი - საუკეთესო გასართობი მეგობრებისთვის და ბოულინგი.
უამინდობის შემთხვევაში პარკი აგრძელებს მუშაობას დახურულ შენობებში.
სტუმრებს ემსახურება აგრეთვე 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი და ბარი.
ატრქციონების პარკი მუშაობს 15 ივნისიდან - 15 სექტემბრამდე
თემატური პარკი 'საქართველო მინიატურებში' - ყოველდღე 10.00 - 18.00
.